ავსტრიის კანცლერი: ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა მსოფლიოსთვის პოზიტიური მომენტი იქნება

ავსტრიის ხელისუფლება, მოსკოვთან და ვაშინგტონთან ერთად, მუშაობს ვენაში რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს – ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის გასამართი შეხვედრის საკითხზე. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა ჟურნალისტ გაბორ სტიინგართან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მსოფლიოსა და ევროპისათვის ამ შეხვედრის ჩატარება პოზიტიური მომენტი იქნება, ადგილის მიუხედავად. ”მაგრამ თუ ის ვენაში ჩატარდება, ეს ჩვენთვის უდიდესი პატივი იქნება”, – დასძინა კურცმა. მან ასევე საგანგაშო უწოდა დონბასში არსებულ მდგომარეობას.

მანამდე, 13 აპრილს, ბაიდენმა სატელეფონო საუბრების დროს პუტინი მიიწვია ორმხრივ სამიტზე ნეიტრალურ ტერიტორიაზე. თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტები შესაძლოა მომავალ ზაფხულს პირისპირ შეხვდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიიმ ასეთ ინიციატივას კორექტული უწოდა. მისი თქმით, ”როდესაც ასეთი დიდი სახელმწიფოები ერმანეთთან არ ლაპარაკობენ, სხვები იტანჯებიან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...