ავსტრიის კანცლერი არალეგალი მიგრანტების ქვეყანაში შესვლაზე ზომების გამკაცრებას მოითხოვს

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ევროკავშირს მოუწოდა, ლისაბონის ხელშეკრულებას გადახედოს და იმ ქვეყნების წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესონ, რომლებიც ქვეყანაში არალეგალ მიგრანტებს უშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The local ავრცელებს.

“ახალი ხელშეკრულებით წევრი ქვეყნებისთვის უფრო მკაფიო სანქციების დაწესებაა საჭირო, რომლებიც ვალების აკუმულირებას ახდენენ და არალეგალ მიგრანტებს ქვეყანაში უშვებენ,” – განაცხადა კურცმა.

ავსტრიის კანცლერის შეფასებით, „ყველა ცვლილება“ 2007 წლის ლისაბონის ხელშეკრულების შემდეგ დაიწყო, რასაც ევროზონაში არსებული ვითარება, მიგრაციის კრიზისი და Brexit-ი მეტყველებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების გადასინჯვა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან ერთსულოვან შეთანხმებას საჭიროებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...