ავსტრიის ეროვნული საბჭოს ვადამდელი არჩევნები 29 სექტემბერს გაიმართება

29 სექტემბერს ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის ქვედა პალატის) ვადამდელი არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელდა. გადაწყვეტილებას ეროვნული საბჭოს მთავარმა კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

სექტემბერში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების რეკომენდაციით, ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვან დერ ბელენი გამოვიდა.

აღნიშნულის მიზეზი ავსტრიაში პოლიტიკური ვითარების გამწვავება იყო.
ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც გერმანულმა მედიამ ყოფილი ვიცე-კანცლერის, ავსტრიის თავისუფლების პარტიის ლიდერის, კრისტიან შტრახეს მონაწილეობით ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. ვიდეოჩანაწერში პოლიტიკოსი რუსულენოვან ქალბატონთან ერთად საუბრობს, რომელმაც თავი რუსი ოლიგარქის ალენა მაკაროვას დისშვილად გააცნო.
მხარეებმა 2016 წელს შტრახეს საარჩევნო კამპანიის რუსეთის მიერ დაფინანსების საკითხი განილიხეს, ამისთვის კი გამოცემა Kronen Zeitung- ის შესყიდვასაც არ გამორიცხავდნენ.
აღნიშნულის შემდეგ, კრისტიან შტრახემ თანამდებობა დატოვა და გავრცელებულ ვიდეოს უკანონო უწოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩანაწერი “გამოძიების” შედეგად შეიქმნა, რომელშიც ადვოკატებმა და უსაფრთხოების ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.
სკანდალის ფონზე, კანცლერმა სებასტიან კურცმა ავსტრიის სახალხო პარტიის (ANP) და კრისტიან შტრახეს მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის კოალიციის მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. 27 მაისს, ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატამ კურცის მთავრობას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა. 30 მაისს, გარდამავალ მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბრიჯიტ ბირლიაინი ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...