ავსტრიის დედაქალაქში ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრიული პრესა ვენაში ორშაბათს მოხდარი ტერაქტის შესახებ დაზუსტებულ ცნობებს აქვეყნებს

პრესის ცნობით, ტერორისტმა შუახნის ქალი და მამაკაცი, ოფიციანტი ქალი და ქუჩაში გამვლელი ახალგაზრდა კაცი მოკლა და დაჭრა 22 კაცი (16 კაცი და 6 ქალი). დაჭრილთაგან 28 წლის პოლიციელი მდგომარეობა სტაბილურია, 7-ის მდგომარეობა კი მძიმეა.

ტერორისტი, 20 წლის კუიტიმ ფეიზულა 2019 წლის დასაწყისში სირიაში წასვლას და იქ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებთან შეერთებას აპირებდა. იგი დააპატიმრეს და აპრილიდან დეკემბრამდე ციხეში იჯდა. იმის გამო, რომ სირიაში გამგზავრების მცდელობისას 19 წელზე ნაკლები ასაკის იყო და თანაც მიჩნეული იქნა პიროვნებად, რომელსაც არ შეეძლო თავდასხმა განეხორციელებინა, დეკემბერში იგი ციხიდან გაანთავისუფლეს.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრ კარლ ნეჰამერის თქმით, ფეიზულამ შეძლო მოეჩვენებინა სასამართლო სისტემისთვის, რომ დერადიკალიზაციისკენ ჰქონდა აღებული კურსი.

ორშაბათს, 20:00 საათზე ადგილობრივი დროით, ზუსტად ისე შეიარაღებულმა ფეიზულაიმ, როგორც ჩანს მის მიერ ინსტაგრამში ატვირთულ ფოტოზე, “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერ აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-კურაშისთვის ფიცის მიცემის დროს, ვენის ცენტრში, სინაგოგასთან ახლოს ატეხა სროლა. პოლიციის უფროსის თქმით, 20:09 სათზე პოლიციამ შეძლო მისი “ნეიტრალიზება”.

ტერორისტის მიერ სროლის დაწყებისთანავე დაწყებული სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიციას ამ დროისთვის ავსტრიაში 14 და შვეიცარიაში 2 კაცი ჰყავს დაპატიმრებული, თუმცა, როგორც კარლ ნეჰამერი ამბობს, პოლიციას ტერაქტში სხვა მსროლელის მონაწილეობის შესახებ მტკიცებულება არ გააჩნია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად