ავსტრიელმა ტურისტმა, მუზეუმში ფოტოს გადაღებისას, “გამარჯვებულ ვენერას” თითები მოამტვრია (ვიდეო)

იტალიაში, ტრევიზოს პროვინციის ქალაქ პოსანოში მდებარე მე-19 საუკუნის სკულპტორ ანტონიო კანოვას მუზეუმში, მისი ერთ-ერთ ყველაზე მეტად ცნობილი კომპოზიციის თაბაშირის ნაძერწი დააზიანეს

ტრევიზოს ანტონიო კანოვას ფონდის პრეზიდენტ ვიტორიო ზგარბის მიმართვის შემდეგ პოლიციამ მუზეუმში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლა და დაადგინა, რომ გამარჯვებული ვენერას პოზაში მყოფი ნაპოლეონ ბონაპარტის დის, მარია პაოლინა ბონაპარტ-ბორგეზეს თაბაშირის ნაძერწს თითები ავსტრიელ ტურისტთა ჯგუფის წევრმა მამაკაცმა სამახსოვრო სურათის გადაღების დროს მოამტვრია.
 
პოლიცია ჯგოფის ხელმძღვანელ ქალს დაუკავშირდა და მან ცრემლმორეულმა აღიარა, რომ დამნაშავე მისი მეუღლე იყო. მცირე ხნის შემდეგ ვიტორიო სგარბიმ ავსტრიის ქალაქ აისტერსჰაიმში მცხოვრები 50 წლის მამაკაცისგან მიიღო წერილი, რომელშიც დამნაშავე წუხილ გამოთქვმდა მომხდარის გამო, აღიარებდა რომ უპასუხისმგბლოდ მოიქცა და გამოთქვამდა მზადყოფნას აენაზღაურებინა სარესტავრაციო სამუშაოები. მე არსად არ დავმალურვარ. მომხდარის შესახებ ავსტრიული გაზეთებიდან გახდა ჩემთვის ცნობილი, – წერდა ფონდის პრეზიდენტს ავსტრიელი მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება.
 
იტალიური პრესა აღნიშნავს, რომ ვანდალების საწინააღმდეგო კანონით მსგავსი დანაშაული 5 წლამდე ციხეს და 30 ათას ევრო ჯარიმას ითვალისწინებს. სასჯელის ვადა შეიძლება 8 წლამდე, ხოლო ჯარიმის ოდენობა 100 ათას ევრომდე შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ რესტავრაცია შეუძლებელია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად