ავსტრიაში, ვენაში მომხდარი თავდასხმების გამო, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ავსტრიის მთავრობამ გადაწყვიტა სამდღიანი გლოვის გამოცხადება ვენაში განხორციელებული თავდასხმების გამო, ამის შესახებ Wiener Zeitung წერს.

გლოვა ხუთშაბათამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ეროვნული დროშები დაეშვება მთავრობის ყველა შენობაზე, ხოლო ავსტრიის რეგიონების ხელმძღვანელებს იგივესკენ მოუწოდეს.

2 ნოემბერს ვენის ცენტრში განხორციელდა თავდასხმების სერია. მედიის ცნობით, თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე სინაგოგა იყო. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ინციდენტი ტერაქტი იყო. დაღუპულია ოთხი ადამიანი. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების განცხადებით, მოკლულია ერთი თავდამსხმელი და ერთს კიდევ ეძებენ. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ მოკლული თავდამსხმელი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად