ავსტრიაში თუშეთის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართა

“Heimat auf Zeit”– საქართველოს შესახებ ავსტრიის ქალაქ გმუნდენში დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფილმის რეჟისორია რაინჰარდ ფორსტინგერი. გადაღება თუშეთში მიმდინარეობდა და ფილმში საქართველოს მაღალმთიანი მხარის უნიკალური და ულამაზესი კადრები მოხვდა. დოკუმენტურ ფილმში თუშეთის მოსახლეობის სოციალური ყოფა და ადათ-წესებია ნაჩვენები. ფილმში წარმოდგენილია ქართული ხალხური მუსიკა.

ფილმის პრეზენტაციას 300-მდე სტუმარი, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ადგილობრივი ჟურნალისტები დაესწრნენ.

დოკუმენტური ფილმის პრემიერის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ავსტრიაში პრეზენტაცია გამართა. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს სამთო ტურისტული მიმართულებით და ქართული სამზარეულოთი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად