შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
” ვენაში ახალი ელჩი გვეყოლება, ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც სახელმწიფო მინისტრი გახლდათ და ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
როგორც “აიპრესს” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განუცხადეს, ციხელაშვილი მინისტრის ფუნქციას 15 ივნისამდე შეასრულებს.