ავსტრიაში სახლს, სადაც ჰიტლერი დაიბადა, რეკონსტრუქციას ჩაუტარებენ

ავსტრიაში, ქალაქ ბრაუნაუში, სახლს, რომელშიც ჰიტლერი დაიბადა, რეკონსტრუქციას ჩაუტარებენ. სახლი ხელისუფლების მფლობელობაში გადავა, ყოფილი მფლობელი კი, კომპენსაციის სახით 810 ათას ევროს მიიღებს.

„ახლა, როდესაც სასამართლომ კომპენსაციასთან დაკავშირებით უკვე მიიღო გადაწყვეტილება, სახლის გამოყენების ახალი ვარიანტების შესახებ შეგვიძლია ვიფიქროთ, საუბარია სახლზე, სადაც დაიბადა ჰიტლერი, თუმცა აქ საუბარი არ არის შენობის რაიმე სახით პრონაცისტური მხრივ გამოყენებაზე“, – განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ქვეყნის ხელისუფლებამ სახლი კონტროლის ქვეშ 2016 წლის დეკემბერში აიყვანა. სახლის მფლობელთან კი მათ დიდხნიანი დავები ჰქონდათ. ყოფილი მფლობელების ხელში სახლი თითქმის ასწლეულის განმავლობაში იყო. მათ ხელისუფლება თვეში საშუალოდ 4,8 ათას ევროს უხდიდა და სახლს იყენებდა, როგორც ცენტრს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცენტრად. 2011 წელს კი, ოჯახმა უარი თქვა საჭირო სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე და აგრეთვე გაყიდვაზეც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...