ავსტრიაში მკაცრი საკარნტინო შეზღუდვები 7 თებერვლამდე გახანგრძლივდა

ავსტრიის მთავრობა, ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ, მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს 7 თებერვლამდე ახანგრძლივებს.

ავსტრიის ხელისუფლებამ, ლოქდაუნის გაგრძელება ქვეყნის რეგიონების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა. შაბათს, ჯანდაცვის ექსპერტებმა რეკომენდაცია მისცეს მთავრობას, რომ კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეენარჩუნებინა არსებული ზომები, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შტამის გავრცელების საშიშროების გამო.

8 თებერვლიდან დაგეგმილია კარანტინიდან ეტაპობრივი გამოსვლა, გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, საწარმოები და მუზეუმები. ამასთან, ხელისუფლება ავალდებულებს მოსახლეობას, ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადეების ნაცვლად, მაღაზიებში ატარონ პროფესიული რესპირატორული პირბადეები.

სკოლები 8 თებერვლამდე დახურული დარჩება. კვების ობიექტები და სასტუმროები არ გაიხსნება თებერვლის ბოლომდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად