ავსტრიაში “ლოქდაუნი” გააპროტესტეს

ავსტრიის ათობით ათასმა მოქალაქემ ვენის ქუჩებში საპროტესტო აქცია გამართა.

გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებში 35 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

Reuters-ის ცნობით, დემონსტრანტებმა მთავრობის მიერ გამოცხადებული ლოკდაუნი და ახალი გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლის პირველი თებერვლიდან ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.

საპროტესტო აქციაზე 10-მდე ადამიანი დააკავეს.

კომენტარები
იტვირთება...