ავსტრიაში ლოქდაუნი 7 თებერვლამდე გახანგრძლივდა

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის ახალი შტამები, ავსტრიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 26 დეკემბერს შემოღებული მესამე ლოქდაუნის 7 თებერვლამდე გახანგრძლივების შესახებ. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა.

Associated Press წერს, რომ კურცის თანახმად, მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში აუცილებელია ინფიცირების მაჩვენებლის შემცირება მინიმუმ 100 ათას ადამიანზე 50 შემთხვევამდე. ახლა ეს მაჩვენებელი 131-ია.

”ჩვენი მიზანია, 8 თებერვლამდე მივაღწიოთ ამ მაჩვენებელს და 8 თებერვალს გადავდგათ პირველი ნაბიჯები შეზღუდვების მოხსნისკენ”, – ციტირებს მას AP.

კურცმა აღნიშნა, რომ ავსტრიას სურს, თავიდან აიცილოს ახალი შტამების სწრაფი გავრცელება, რაც შეიმჩნევა ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

კანცლერმა აღნიშნა, რომ ავსტრიაში პირველ რიგში უნდა გაიხსნას სკოლები, მუზეუმები, მაღაზიები და ისეთი დაწესებულებები, როგორიცაა სალონი. ამასთან, სასტუმროებსა და კვების ობიექტებს უფრო მეტი ლოდინი მოუწევთ – შესაბამისი გადაწყვეტილებები თებერვლის შუა რიცხვებში მიიღება.

Worldometers-ის მონაცემებით, ავსტრიაში დაფიქსირებულია იფიცირების 393,7 ათასზე მეტი შემთხვევა, 7 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 369 ათასზე მეტი პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად