ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ავსტრიაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსი დაუდგინდა ორ 24 წლის იტალიელს ლომბარდიიდან. ისინი ამ ეტაპზე ავსტრიაში ცხოვრობენ. მათ სასწრაფო დახმარებას მას მერე მიმართეს, რაც მაღალი სიცხეები დაეწყოთ. ამ ეტაპზე ისინი იზოლირებულნი არიან.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 80 147 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 699-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – ორი მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, ორი – ირანში, ერთი – ფილიპინებზე, ერთი – იაპონიაში, ერთი – ტაივანში, ერთი – საფრანგეთში, სამი – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, შვიდი – იტალიაში, რვა – სამხრეთ კორეაში, თორმეტი – ირანში,

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 27 661 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად