ავსტრიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 63-მდე გაიზარდა

ავსტრიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 55-დან 63-მდე გაიზარდა. იუწყება ჯანმრთელობის უსაფრთხოების ფედერალური ოფისი.

BioNTech – Pfizer– ის პრეპარატით ვაქცინაციის შემდეგ, 57 ადამიანი გარდაიცვალა.

”ჯანმრთელობის უსაფრთხოების ფედერალური ოფისის ცნობით, COVID19 ვაქცინაციის შემდგომ 63 ადამიანი გარდაიცვალა (57 – BioNTech – Pfizer-ით ვაქცინაციის მერე, სამი – Moderna-ს პრეპარატით ვაქცინაციის მომდევნო პერიოდში და სამი – AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდგომ), – ნათქვამია მოხსენებაში.

დოკუმენტის თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება იმის შესახებ, არის თუ არა კავშირი ამ ადამიანთა გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის.

ამასთან, გასულ კვირას, სადამკვირვებლო პერიოდის განმავლობაში, ავსტრიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი მოვლენების საეჭვო შეტყობინებების რაოდენობა 17,280-დან 18,063-მდე გაიზარდა. მათგან ყველაზე დიდი წილი ეჭვებისა უკავშირდება AstraZeneca-ს, საერთო ჯამში 13,068 შეტყობინებით. მეორე ადგილზეა BioNTech – Pfizer – 4 476 შეტყობინება სხვადასხვა რეაქციების შესახებ. მესამე კი არის Moderna-ს პრეპარატი, 519 შეტყობინებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...