ავსტრიაში კორონავირუსის ბრაზილიური შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის ბრაზილიური შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა. ამის შესახებ ზალცბურგის ფედერალური შტატის მთავრობამ განაცხადა.

“ზალცბურგის ჯანდაცვის ორგანოებმა ამ დრომდე დაადასტურეს P.2 ვირუსის ბრაზილიური ვარიანტის ერთი შემთხვევა”, – ნათქვამია განცხადებაში. სხვა შემთხვევები არ გამოვლენილა ამ მუტაციით.

2021 წლის იანვარში, ავსტრიაში გამოვლინდა კორონავირუსის მუტაციები სამხრეთ აფრიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან, რაც ფართოდ იყო გავრცელებული და თებერვალში მკაცრი კარანტინის გახანგრძლივების მიზეზები გახდა. გარდა ამისა, 11 მარტიდან ავსტრიის რეგიონში, ტიროლში, მაცხოვრებლები დაიწყებენ ვაქცინაციას კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული მუტაციის წინააღმდეგ BioNTech-Pfizer ვაქცინის გამოყენებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...