ავსტრიაში დღეს თვითიზოლაციის რეჟიმი სრულდება

ავსტრიის ხელისუფლება დრეიდან აუქმებს ახალი კორონავირუსული პანდემიის გამო, სახლიდან გასვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც ქვეყანაში 16 მარტიდან მოყოლებული მოქმედებდა.

თუმცა, მოსახლეობას 30 ივნისამდე კლავ მოუწევს დისტანციაზე დაწესებული შეზღუდვების დაცვა, კერძოდ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში დისტანცია უნდა იყოს 1 მეტრი, ხოლო გარეთ 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს ერთად, აგრეთვე აუცილებელია დამცავი პირბადეების ტარება საზოგადოებრივ ადგილებში და შენობებში. კვლავ აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების ცატარება.

ზომების შემსუბუქების პირველ ეტაპზე ავსტრიამ 14 აპრილიდან გახსნა მცირე ზომის მაღაზიები, სამშენებლო და სამებაღეო ბაზრები, მყიდველთა შეზღუდული რაოდენობის ერთდროულად არსებობის პირობით. მეორე ეტაპზე იხსნება მსხვილი მაღაზიები და სერვისული საწარმოები: სილამაზის სალონები, სტუდიები, მასაჟის სალონები და ა.შ. გარდა ამისა, ახლა ნებადართულია ინდივიდუალური, უკონტაქტო სპორტული სახეობები ღია სივრცეში.

როგორც 1 მაისს ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა აღნიშნა, ქვეყანაში სრულდება შეზღუდვები, რომლებიც მოქალაქეების გარეთ გასვლას ეხება. მისი თქმით, უსაფრთხოების ზომები მინიმუმამდეა დაყვანილი, რათა აღდგეს თავისუფლად გადაადგილება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად