ავსტრიაში COVID-19-ით ინფიცირების ახალი დღიური მაქსიმუმი დაფიქსირდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირების 14 416 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

წინა ანტი-რეკორდი ავსტრიაში ერთი კვირით ადრე დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში დღეში დაახლოებით 12 ათასი ადამიანი ინფიცირდებოდა.

ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად დიაგნოზით COVID საავადმყოფოში 2,7 ათასზე მეტი პაციენტი იმყოფება, აქედან 486 – ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ავსტრიაში COVID-19-ით ინფიცირების დაახლოებით 1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, კორონავირუსით კი თითქმის 12 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, აუცრელი მოსახლეობისთვის ავსტრიამ კარანტინი აამოქმედა.

კომენტარები
იტვირთება...