ავსტრიაში, ბოლო შვიდ დღეში, კოვიდინფიცირებულთა შორის 15-24 წლის ასაკის ჯგუფი დომინირებს

ავსტრიის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში 282 კაცს დაუდგინდა კოვიდინფიცირება. ასეთი დიდი რაოდენობით ინფიცირების შემთხვევები ავსტრიაში 10 აპრილის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

“ეს საგანგაშოა”, ამბობს ავსტრიის ჯანმრთელობის მინისტრი როდოლფ ანშობერი. ახლა ჩვენ უნდა გამოვარკვიოთ, რასთანაა დაკავშირებული ზრდა, ეს ჩატარებული ტესტების რაოდენობის ზრდას უკავშირდება, ჩვენი “მარცხია” თუ რამე სხვა მიზეზია. მომდევნო კვირას, მთავრობას სიტუაციის გაანალიზების შედეგად მიღებული ანალიზის დასკვნები ექნება.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ თვლის ხელისუფლება სარისკოდ ხორვატიაში მოგზაურობას და ხომ არაა საჭირო იქ გამგზავრებისგან თავის შეკავება, მინისტრმა უპასუხა, რომ “ტაბუ არ არსებობს” და ყველაფერზე ღიად ისაუბრებენ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ინფიცირებულთა ასაკობრივი პირამიდა სრულად შეიცვალა. თუ ადრე პიკი ხანშიშესულ ადამიანების ჯგუფს შეესაბამებოდა, უკანასკნელ შვიდ დღეში 15-24 წლის ასაკის ჯგუფი დომინირებს. ამჟამად კოვიდინფიცირებულთა საშუალო ასაკი 33,7 წლის ტოლია.

როდოლფ ანშობერის აზრით, კოვინფიცირებულთა საშუალო ასაკის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი, შეიძლება ახალგაზრდების ნაწილის უდარდელობა იყოს.

მძიმედ დაავადების რისკი ახალგაზრდებში ნაკლებია, ვიდრე ასაკოვან ადამიანებში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ინფიცირებისგან “არავინ არ არის დაცული”, – აღნიშნა ანშობერმა.

ამ დროისთვის ავსტრიაში 22 876 ინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 752-ია. 1625 აქტიური პაციენტიდან სტაციონარულად მკურნალობს 110 კაცი. მათგან 19 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. განვლილ 24 საათში ავსტრიაში 12000 ტესტი ჩატარდა. სულ კი ავსტრიაში ჩატარებულია 1003432 ტესტი

https://ipress.ge/new/qhvelaze-mnishvnelovani-mizania-testireba-testireba-testireba-atskhadebs-avstriis-kantsleri-sebastian-kurtsi/

კოვიდინფიცირების შემთხვევების მატებას ახალგაზრდებს შორის ავსტრიული პრესა ხორვატიაში მოგზაურობებს უკავშირებს და შიშობს, რომ ხორვატია შეიძლება გახდეს ახალი იშგლი.

https://ipress.ge/new/2500-inphitsirebuli-turistis-koleqtiuri-sarcheli-avstriis-tirolis-khelisuphlebis-tsinaaghmdeg/

https://ipress.ge/new/evropashi-koronavirusis-gavrtselebis-erth-erth-dzirithad-kerad-avstriuli-kurorti-ishgli-miichneva/

პორტალ diepress-ს მოჰყავს 19 წლის ევას ნათქვამი იმის შესახებ, რომ მას ხორვატიის პლაჟზე არცერთხელ არ დაუნახავს ვინმე სამედიცინო ნიღბით. ევასთან ერთად ადრიატიკის კუნძულ პაგიდან დაბრუნებული 10 ავსტრიელი მოსწავლიდან 5-ს დაუდგინდა კორონავირუსი, აღნიშნავს diepress-ი და იქვე წერს, რომ ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.

 
ახლახანს ავსტრიულმა პრესამ გაავრცელა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება, რომელიც ძალაში კვირიდან ორშაბათის ღამეს შედის. საგარეო საქმეთა სამონისტრო აფრთხილებს ავსტრიელებს ხორვატიაში მოგზაურობის შესახებ და დაბეჯითებით მოუწოდებს სახლში დაბრუნებისკენ მათ, ვინც უკვე იმყოფება იქ დასასვენებლად.
 
ხორვატია 32-ე ქვეყანა გახდა, რომლის შესახებაც ავსტრიის ხელისუფლებას გაფრთხილებული ჰყავს ავსტრიელები. კორონავირუსის პანდემიის გამო მოგზაურებისთვის გაფრთხილება 32 ქვეყანას და 2 სუბრეგიონს ეხება.
 
ხორვატია, მატერიკული ესპანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, პორტუგალია, შვედეთი – ევროკავშირიდან;
 
ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, რუსეთი, სერბეთი, თურქეთი, უკრაინა, ბელარუსი – ევროპიდან.
 
ეგვიპტე, ბანგლადეში, ბრაზილია, ჩილე, ეკვადორი, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, მექსიკა, ნიგერია, პაკისტანი, პერუ, ფილიპინები, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, აშშ, ჩინეთის ჰუბეის პროვინცია – არაევროპული ქვეყნებიდან და რეგიონებიდან.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად