ავსტრიაში 20-დღიანი “ლოქდაუნი” ამოქმედდა

ავსტრიამ დღეიდან ნ მე-4 საყოველთაო “ლოქდაუნი” დააწესა, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია კრიტიკულია და საავადმყოფოები ინფიცირებულებით გადატვირთულია. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ალექსანდერ შალენბერგმა ავსტრიის რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ახალი შეზღუდვების დაწესებაზე პასუხისმგებლობა კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს დააკისრა.

“სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ყველასთვის დავაწესოთ შეზღუდვები, დავიცვათ ყველა ჩვენგანი და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. ორშაბათიდან, 20 დღის განმავლობაში საერთო ეროვნული “ლოქდაუნი” იმოქმედებს, რომელიც 10 დღის შემდეგ გადაიხედება და 13 დეკემბერს ავტომატურად დასრულდება”, – განაცხადა შალენბერდმა.

შეზღუდვების ფარგლებში, მოქალაქეებს შინ დარჩენა ევალებათ, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ მათ, ვინც სახლიდან სამსახურში, საკვების საყიდლად ან სავარჯიშოდ წასასვლელად გავა.

ქვეყენაში დაიხურა რესტორნები, ბარები, საპარიკმახეროები და მაღაზიები, სადაც აუცილებელი საჭიროების პროდუქცია არ იყიდება.

შეზღუდვები 12 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სიტუაციის შეფასება 10 დღის შემდეგ მოხდება.

გარდა ამისა, ქვეყანა 2022 წლის თებერვლიდან COVID-19-ის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაციის დანერგვისთვის მზადებას იწყებს.

კომენტარები
იტვირთება...