ავსტრია ავღანეთიდან ლტოლვილებს არ მიიღებს

ავსტრიის ხელისუფლება არ მიიღებს არცერთ ლტოლვილს ავღანეთიდან. ეს განცხადება ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა გააკეთა გაზეთ La Stampa–სთან ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა სამშაბათს.

”ჩვენ არ მივიღებთ არცერთ ავღანელ ლტოლვილს ჩვენს ქვეყანაში,” – თქვა მან. ”ეს არ მოხდება სანამ მე ვარ ხელისუფლებაში”, – დასძინა კურცმა. მისი თქმით, ბოლო წლებში ავსტრიაში 44,000 -ზე მეტი ავღანელი ჩავიდა. ”ავსტრიას უკვე ჰყავს მეოთხე უდიდესი ავღანური საზოგადოება მსოფლიოში”, – თქვა ავსტრიის კანცლერმა.

”ჩვენ ვიჭერთ რეალისტურ პოზიციას – ავღანელთა ინტეგრაცია ძალიან რთულია”, – თქვა კურცმა. მან განმარტა, რომ სირთულეები დაკავშირებულია, კერძოდ, მათ განათლებასთან, “ძირითადად დაბალთან”, ასევე ფუნდამენტური ღირებულებების განსხვავებებთან.

კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ ავსტრია “განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ავღანეთის მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერას და გამოყოფს 20 მილიონ ევროს ავღანელების დაცვისა და დახმარების აღმოსაჩენად რეგიონში”.

კომენტარები
იტვირთება...