ავსტრალიელმა ქალმა სახლში საშობა ნაძვის ხეზე ერთმეტრიანი, შხამიანი გველი აღმოაჩინა

ქალაქ მელბურნის მკვიდრმა საკუთარ სახლში ნაძვის ხეზე დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის გველი აღმოაჩინა. BBC-ის ცნობით, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გველი შხამიანი იყო.

ქალი პანიკაში არ ჩავარდნილა, მან გველს ფოტოსურათი გადაუღო და ქვეწარმავლების დამჭერებს გამოუძახა. როგორც საგანგებო სიტუაციის თანამშრომლები სახლში გამოცხადნენ ქალი სახლის მეორე ოთახში შვიდად იმყოფებოდა და ჩაის მიირთმევდა.

"გველის დანახვისას, იგი პანიკაში არ ჩავარდნილა, უბრალოდ, ფოტო გადაუღო და გამომიგზავნა მე, გველების დამჭერს, რომელსაც 20 წუთის შემდეგ გველი ჩანთაში მეჯდა“, — წერს ბარი გოლდსმითი facebook-ზე. 

როგორ გაირკვა დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის გველი ოთახში ღია კარებიდან მოხვდა. ის ერთ-ერთ ყველაზე შხამიანი გველია და მისი კბენის შედეგად სიკვდილის ალბათობა ძალიან მაღალია.

იშვიათი ჯიშის ქვეწარმავალს ავსტრალიის მთავრობა იცავს. მსოფლიოში ყველაზე შხამიანი გველები ავსტრალიაში გვხვდება. როგორც სპეციალისტმა, ბარი გოლდსმიტმა განაცხადა, იგი ქვეწარმავლებს ყველაზე მოულოდნელ ადგილებშიც კი პოულობს.

" მათ ფეხსაცმელში, სარეცხ მანქანაში, ძაღლების სახლში, საპირფარეშოებში, კარადებსა და თაროებზე ვპოულობ", – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...