ავსტრალიელი სენატორი პარლამენტში პირველი მეძუძური დედა გახდა (ვიდეო)

ავსტრალიელი სენატორი ლარისა ვოთერსი ქვეყნის პარლამენტში პირველი მეძუძური დედა გახდა,-ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, მწვანეთა პარტიის წარმომადგენელს სამშაბათს, 9 მაისს კენჭისყრის დროს ხელში ორი თვის ქალიშვილი ეჭირა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ავსტრალიის ქვედა პალატა სენატს შეუერთდა, რაც პარლამენტში მეძუძურ დედებს ბავშვების გამოკვების საშუალებას აძლევს, მაგრამ ამ დრომდე არცერთ პალატაში დეპუტატებს ეს უფლება არ გამოუყენებიათ.

სენატორის თქმით, ის გაოცებული იყო იმით, როდესაც მისმა ქმედებამ საერთაშორისო ახალი ამბები მოიცვა.

"ქალბატონები თავიანთ ახალშობილებს ძუძუთი უხსოვარი დროიდან კვებავენ",-დასძინა მან.

ვოთერსმა ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში შვილის გამოკვებით მან მაგალითი უჩვენა უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა პირებს.

ავსტრალიის პარლამენტმა ქალბატონებს ძუძუთი კვების უფლება 2015 წელს მომხდარი ინციდენტის შემდეგ მისცა. მინისტრი მცირე ბიზნესის საკითხებში, კელი ო’დუაიერი შვილზე ზრუნვის გამო იძულებული გახდა სხდომა სამუდამოდ დაეტოვებინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...