ავსტრალიელები მსოფლიოს რუკაზე თავდაყირა ხედავენ

მსოფლიო რუკა, მსოფლიოს მოწყობის შესახებ, ჩვენს გარკვეულ წარმოდგენებს უკვე ბავშვობიდან აყალიბებს.

ბავშვობის ხატები დიდობაშიც მიგყვება და ხშირად ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების განმსაზღვრელიცაა – ზოგიერთი ქვეყანა ჩვენს ქვემოთაა, ზოგიერთი ზემოთ, ზოგიერთს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ზოგიერთს ნაკლებს… 

როგორც აღმოჩნდა, რუკის შედგენისას ძალზე ბევრია დამოკიდებული რუკის შემდგენელის გემოვნებაზე და პრიორიტეტებზე. რუსებისთვის და ევროპელებისთვის მსოფლიო რუკა დაახლოებით ერთნაირად გამოიყურება. ამერკიელებისთვის მსოფლიო რუკა განსხვავებულია. ჩინელებისთვის ამერიკის კონტინენტები მარჯვენა მხარესაა. ავსტრალიელების მსოფლიო რუკაზე დანარჩენი 4 კონტინენტი მის ქვემოთ მდებარეობს. ავსტრალიელების მსგავსად, მსოფლიო „ამოტრიალებულია“ სამხრეთ აფრიკელებისთვის და ჩილელებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...