ავსტრალიაში უმუშევართა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 1 მილიონს

ავსტრალიაში უმუშევართა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 1 მილიონს, ხოლო ივლისში უმუშევრობის დონე გაიზარდა 0,1 პროცენტული პუნქტით და მიაღწია 7,5%-ს. ამის შესახებ ნათქვამია ავსტრალიის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

“ივლისში უმუშევრობის დონე გაიზარდა 7.5%-მდე, ხოლო უმუშევართა რიცხვი თითქმის 16 ათასით გაიზარდა. პირველად, მილიონზე მეტი ავსტრალიელი დარეგისტრირებულ იქნა როგორც უმუშევარი”, – განაცხადა ბიუროს ხელმძღვანელმა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა უმუშევართა საერთო რაოდენობის ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ივლისში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა (114,700 ადამიანი) რომლებიც დასაქმდნენ. ივლისის ბოლოს ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვი კვლავ ნახევარი მილიონით ნაკლებია, ვიდრე მარტში.

ბიურო პროგნოზირებს უმუშევართა რიცხვის ახალ ზრდას აგვისტოში, როდესაც კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით და შემდეგ ოქტომბერში, როდესაც შეჩერდება შეღავათები მათთვის, ვინც დაკარგა სამუშაო და მთავრობის პროგრამაში იყო.

ავსტრალიის სარეზერვო ბანკის პროგნოზით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 2020 წლის ბოლოს მიაღწევს 10%-ს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში მინიმუმ 7% იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად