ავსტრალიაში ტერორისტული თავდასხმები აღკვეთეს

ავსტრალიაში ტერორისტული თავდასხმები აღკვეთეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სამართალდამცვეელბმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად სამი ადამიანი დააკავეს – 20, 23 და 30 წლის.

როგორც მედია აღნიშნავს, ორ დაკავებულს ბრალად ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირი ედება, ხოლო მესამეს, სოციალური დაცვის სფეროში თაღლითობა.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებებზე, თავდაცვის უწყებებში, საელჩოებში, დეპარტამენტებში, სასამართლოებსა და ეკლესიებში აფეთქებას გეგმავდნენ.

საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს.

სამართალდამცავი ორგანოები დაკავებულების ვინაობას არ ახმაურებენ. მალე ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად