ავსტრალიაში, სანამ მგზავრები თვითმფრინავში იყვნენ, წესები შეიცვალა, რის გამოც, მგზავრებს კარანტინის გავლა მოუწიათ

როგორც ჩანს, ავსტრალია ყოველდღე ცვლის კორონავირუსთან დაკავშირებულ წესებს, რის გამოც მოგზაურები მოგზაურობებიდან შინ ადრე ბრუნდებიან, ხოლო ემიგრანტები საზღვარგარეთ რთულ ვითარებაში არიან.

მაგრამ ავსტრალიაში ბოლოდროინდელი რეისი აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია თითოეული შტატის წესს შიდა ფრენა არასაიმედო გახადოს.

კომპანია Virgin Australia-ის თვითმფრინავი VA469 ჰაერში იყო 23 აპრილს პერტიდან ბრისბენის მიმართულებით, როდესაც ავსტრალიამ შეცვალა სახელმწიფო წესები.

დასავლეთ ავსტრალიამ გამოაცხადა სამდღიანი კარანტინი პერტისა და პილის რეგიონისა და ქუინზლენდისთვის (სადაც მდებარეობს ბრისბენი), რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ ვინც გაემგზავრება შტატში დასავლეთ ავსტრალიიდან, 14 დღის განმავლობაში მოუწევს კარანტინის გავლა.

ეს არ უნდა ყოფილიყო პრობლემა VA469-სთვის, რადგან იგი უნდა დაშვებულიყო მანამ, სანამ აკრძალვა ძალაში შევიდოდა შუაღამისას.

თუმცა, პერტში ტექნიკური პრობლემის გამო, თვითმფრინავმა ხუთი საათით დააგვიანა და ბრისბენში დაეშვა.

ჩასულ მგზავრებს კი უთხრეს, რომ მათ 14 დღე სასტუმროს ოთახში, კარანტინში უნდა გაეტარებინათ იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ჩასულიყვნენ თვითმფრინავიდან და აეროპორტი დაეტოვებინათ.

ქუინზლენდის მთავრობამ გამოაცხადა, რომ იგი დაფარავს საკარანტინო ხარჯებს VA469 მგზავრთათვის. შედეგად, მათ მხოლოდ სამი დღე უნდა გაეტარებინათ კარანტინში.

28 აპრილის მონაცემებით, ავსტრალიაში დაფიქსირდა Covid-19-ით ინფირების ზე 30 000-ზე ნაკლები შემთხვევა და მხოლოდ 910 ადამიანი გარდაიცვალა პანდემიის დროს საზღვრების სწრაფი დახურვის წყალობით.

ქვეყანა უცხოელი მოგზაურებისთვის დაკეტილი რჩება, მაგრამ 19 აპრილს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის მიმოსვლა განახლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...