ავსტრალიაში, ქალმა პოლიციელ ქალს ნიღბის არტარების მიზეზით დაინტერესების გამო, თავი მიწაზე არტყმევინა

შემთხვევა ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატის დედაქალაქ მელბურნის გარეუბან ფრანკსტონში მდებარე სუპერ რეგიონალურ სავაჭრო ცენტრ ბეისაიდთან, გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

26 წლის პოლიციის ოფიცერმა ქალმა და მისმა მეწყვილემ  სავაჭრო ცენტრის მახლობლად  ჩამომჯდარი ქალი შენიშნეს, რომელსაც, მელბურნში ძალაში შესული კორონაბლოკირების მე-4 ეტაპის მოთხოვნების მიუხედავად, სამედიცინო ნიღაბი არ ეკეთა.


 
ვიქტორიის პოლიციის მთავარი კომისრის თქმით პოლიციელები მასთან მივიდნენ და დაინტერესდნენ მიზეზით, რის გამოც 38 წლის ქალს ნიღაბი არ ეკეთა.შელაპარაკების დაწყებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ორივე პოლიციელი ძირს დაააგდო და ერთ-ერთ მათგანს, კონკრეტულად კი 26 წლის პოლიციის ოფიცერს, მიწაზე რამდენჯერმე არტყმევინა თავი.
 
26 წლის თმებაგლეჯილ და ტვინის შერყევა მიღებულ პოლიციელს დამნაშავე ნიშნის მოგებით აჩვენებდა აგლეჯილი თმების ბღუჯებს და მიმართავდა: “როგორ მოგწონს შენი თმები ჩემ ხელებში”, – ამბობს პოლიციის კომისარი.

პოლიციის დამხმარე ძალა ადგილზე ხუთ წუთში მივიდა 38 წლის თავდამსხმელი დააკავეს. მას 9 სხვადასხვა სახის ბრალდება (დაუმორჩილებლობა, თავდასხმა, სხეულის განზრახ დაზიანება, სასწრაფო დამარების მუშაკებზე თავდასხმა, სახელის და მისამართის გამხელაზე უარი..) წაუყენეს, ნიღბის არტარების გამო 200 დოლარით დააჯარიმეს და რადგან იგი ადრე ნასამართლები არ იყო, 2021 წლის 31 მარტს ჩანიშნულ სამომრიგებლო სასამართლო სხდომამდე, გირაოთი გაანთავისუფლეს.

 
ვიქტორიას შტატში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო, ორშაბათიდან მელბურნში, კორონაბლოკირების მე-4 ეტაპის შესაბამისად, დამატებითი შემზღუდავი ზომები ამოქმედდა.

https://ipress.ge/new/viqtorias-shtati-koronavirusis-blokirebis-me-3-shtatis-dedaqalaqi-melburni-ki-me-4-stadiis-qvesh-eqtseva/

 
კორონაბლოკირების მე-4 ეტაპის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების დროს შტატის პრემიერ-მინისტრმა მინისტრმა დანიელ ენდრიუსმა განაცხადა, რომ შეზღუდვის დეტალები და დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი ჯარიმების და სასჯელების ოდენობა და ზომები თანდათან დაზუსტდებოდა და დაიხვეწებოდა.
 
გუშინდელი ინცინდენტიდან მცირე ხნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება კორონაბლოკირების პერიოდში დადგენილი შეზღუდვების გაკონტროლების მიზნით პოლიციის და ჯარის კიდევ უფრო დიდ რესურს გამოიყენებს. დანიელ ენდრიუსის თქმით, იზოლირების რეჟიმის დარღვევისთვის დღეიდან ჯარიმა 4659,, გამნმეორების შემთხვევაში კი 20000 დოლარამდეა (ამერიკული დოლარი – “აიპრესი”) გაზრდილი.
 
ვიქტორიის პოლიციის მთავარმა კომისარმა აღნიშნა, რომ მოხდარი ერთ-ერთია იმ მრავალი დარღვევიდან, რაც ყოველდღიურად ხდება. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი თვლის, რომ კანონი მისთვის არაა და არ ემორჩილებოდა პოლიციას. ისინი აცხადებდნ, რომ თავისუფალი ადამიანები არიან. პოლიციამ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე არანაკლებ ოთხჯერ ჩაამსხვრია ავტომობილების მინები და ძალის გამოყენებით გადმოსვა მანქანიდან პირები, რომლებიც უარს აცხადებდნენ გაემხილათ ვინაობა ან დაესახელებინათ საცხოვრებელი მისამართი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად