ავსტრალიაში მსუბუქძრავიანმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატში, მსუბუქძრავიანმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ABC იუწყება.

მაშველებმა თვითმფრინავ Cessna 404-ის ნაწილებს სანაპიროზე მიაკვლიეს. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავის ბორტზე მფრინავი და ოთხი სახელმწიფო მოხელე იმყოფებოდნენ.

მფრინავმა ორჯერ სცადა თვითმფრინავის დასმა, მაგრამ საბოლოოდ არ გამოუვიდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროს ძლიერი ქარი იყო.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, თუმცა ოფიციალური დასტური ბორტზე მყოფი ადამიანების რაოდენობისა და მათი დაღუპვის შესახებ, არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად