ავსტრალიაში, ბოლო 14 კვირის განმავლობაში COVID19-ით ინფიცირების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ავსტრალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16 ადამიანით გაიზარდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 16 ივნისის შემდეგ. ამის დასტურია ორშაბათს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

დეპარტამენტის მონაცემებით, ვიქტორიის შტატში გამოვლინდა 11 ახალი შემთხვევა, რომლის ადმინისტრაციული ცენტრია მელბურნი. ეს არის რეგიონში ინფიცირების რაოდენობის ყველაზე დაბალი ზრდა 14 ივნისის შემდეგ. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაიღუპა ორი ადამიანი. კორონავირუსით კიდევ ოთხი ადამიანი დაინფიცირდა ახალ სამხრეთ უელსში, ხოლო ერთი – ქუინზლენდში.

გასულ შაბათ-კვირას ავსტრალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 59 ადამიანით გაიზარდა და 26 909 შეადგინა. 24 057 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

25 იანვრიდან მოყოლებული, როდესაც ქვეყნაში ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 851 პაციენტი გარდაიცვალა. სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევების 19,4% უკავშირდება მოქალაქეთა უცხოეთში მოგზაურობას, დანარჩენი კი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შედეგია.

ამჟამად, მელბურნში კორონავირუსის აფეთქების გამო, ქვეყნის რეგიონების საზღვრები დაკეტილია, თუმცა ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ ვიქტორიის შტატში. რეგიონის დედაქალაქში მკაცრი სანიტარული შეზღუდვები მოქმედებს 26 ოქტომბრამდე და კომენდანტის საათია გამოცხადებული 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად