ავიაკომპანიას British Airways, ჯარიმის სახით 229,8 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა

ავიაკომპანია British Airways-ს, კლიენტების შესახებ მონაცემების გაჟონვის გამო, 183,4 მილიონი ფუნტის მოცულობის, ანუ 229,8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა შესაძლოა მოუწიოს.

აღნიშნულის შესახებ კომპანიის სამმართველოს თავჯდომარემ და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ალექს კრუზმა განაცხადა.

შესაბამისი შეტყობინება კომპანიამ British Airways დიდი ბრიტანეთის ინფორმაციების სამმართველოს კომისარისგან მიიღო. კურის თქმით, კომპანია გაოგნებული და იმედგაცრუებულია რეგულატორის გადაწყვეტილების გამო.

როგორც BBC წერს, აღნიშნული ჯარიმა ყველაზე დიდი მოცულობისაა, რაც კი სამმართველოს თავისი არსებობის განმავლობაში დაუკისრებია. კომპანიას რეგულატორის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 28 დღე აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...