ავიაკომპანია “Flynas” ბათუმის მიმართულებით ფრენებს სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს

საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Flynas”-ი, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა, რიადი-ბათუმი-რიადის მიმართულებით ოპერირებას სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს.

ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე რეგულარული რეისებს 2019 წლის 2 ივნისიდან 31 აგვისტომდე ასრულებდა, ხოლო განახლებული განრიგის შესაბამისად, ფრენები რიადი-ბათუმი-რიადის საჰაერო ხაზზე 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ავიარეისები დღეიდან, კვირაში 3 სიხშირით (ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა) Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდრგადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, “Flynas”-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2019 წლის 3 სექტემბერს მიენიჭა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად