ავიაკომპანია “ბელავიამ” მინსკი-ბათუმის რეისი გადადო

ავიაკომპანია “ბელავიამ” მინსკი-ბათუმის რეისი გადადო. მგზავრებს ბილეთების გადაცვლა ან თბილისის რეისით გაფრენა შესთავაზეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 15 ნოემბრის ღამის რეისის გადადება სტიქიის გამო მოხდა. ბელავიას ცნობით, ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავის დასაფრენი სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც უსაფრთხოება სათანადო დონეზე არ იქნებოდა დაცული.

“ბელავია” ბოდიშს უხდის მგზავრებს შეფერხების გამო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად