ავგიის ნაეკლესიარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ნაეკლესიარი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ბათუმში,ახალსოფელის ავგიის უბანში მდებარეობს. ძეგლი V საუკუნით თარიღდება.

ავგიის სასაფლაოებისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის ბრძანება, 2020 წლის 16 იანვრით თარიღდება.

„სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია ბათუმში, ახალსოფელის ავგიის უბანში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის შესახებ (ავგიის ნაეკლესიარი). სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 16 იანვრის №02 /4 ბრძანებით აღნიშნულ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა“,-აცხადებენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად