ავღანეთში, წყალდიდობის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 70 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად აღმოსავლეთ ავღანეთში, პარვანის პროვინციაში, ხოლო 110 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ TOLOnews იუწყება.

მანამდე ადგილობრივი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა იყო 45, ხოლო დაშავებულთა – 80. მისი თქმით, დაზარალებულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ვერ უმკლავდება სიტუაციას. ამ მიზეზის გამო, სამთავრობო სამსახურებს ევალებათ, დაეხმარონ პროვინციას სამინისტროთან კოორდინაციით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად