ავღანეთში თავდასხმისას დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს ხვალ ზესტაფონში დაკრძალავენ

ხვალ, 10 აგვისტოს, ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაკრძალვის ცერემონია გაიმართება.

სამოქალაქო პანაშვიდი ქ. ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან დაიწყება (მისამართი: რუსთაველის ქ. N1; ქალაქის ცენტრი, გამგეობის მოპირდაპირე მხარე). ეკლესიიდან გამოსვენება – 15:00 საათზე, დაკრძალვა – ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში. 

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. 

ამის შესახებ ინფორმაცის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...