ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა- ბორტზე 110 ადამიანი იმყოფებოდა

კომპანია Ariana Afghan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აღმოსავლეთ ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში ჩამოვარდა,-ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი 1TV რეგიონის გუბერნატორის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირის განცხადებით, სწრაფი რეაგირების ჯგუფი უკვე შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა.

ტელეარხ Tolo News-ის ცნობით, თვითმფრინავი “თალიბების” მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

პორტალი Ariana News-ი საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თვითმფრინავის ბორტზე 110 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი დელის მიმართულებით მიფრინავდა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტს უარყოფს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად