ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

ოთხშაბათს, 22 აგვისტოს, ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ნატო-ს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხედრო ალიანსი ინციდენტის დეტალებს და დაღუპულთა ვინაობას არ ასაჯაროებს, სანამ მათი დაღუპვის შესახებ ნათესავებს არ ეცნობებათ.

წელს, ბოლო თვეების განმავლობაში რეგიონში სულ 14 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. როგორც სააგენტო აღნიშნავს, საერთო ჯამში, ავღანეთში დაახლოებით 14,000 ამერიკული ჯარისკაცი იმყოფება; ნატო ზოგიერთი მათგანის დაღუპვის შესახებ პერიოდულად იტყობინება.

სააგენტო “როიტერის” ცნობით, ოთხშაბათს, 21 აგვისტოს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების როლი კონფლიქტში გადაიზარდა და ის მზად არის, სამხედროების ნაწილი ავღანეთიდან გავიდეს. თუმცა, დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურე რეგიონში „სადაზვერვო აქტივების“ შესანარჩუნებლად უნდა დარჩეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...