ავღანეთში მომხდარი ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი 7 ქართველი ჯარისკაცის სულების მოსახსენიებლად, კაპელანმა, მამა ზაზამ, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებულ მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა.

ღვთისმსახურებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების თანამებრძოლები დაესწრნენ. 

IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები: კაპრალები-თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები-ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი ჰელმანდის პროვინციაში 2013 წლის 6 ივნისს მოწინავე საპატრულო ბაზა „ორბზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.

დღესვე, დაღუპული გმირების ოჯახებს თანამებროლებმა თავდაცვის მინისტრის სახელით თანაგრძნობის წერილები და გვირგვინები გადასცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...