ავღანეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად მინიმუმ ათი ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ ათი ადამიანი დაიღუპა, დანარჩენი 54 ადამიანი კი დაშავდა ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე სამანგანის პროვინციაში, ეროვნული უსაფრთხოების შენობის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ პროვინციის გუბერნატორი იტყობინება.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 43 დაშავებულის შესახებ.

ძლიერი აფეთქება მოხდა ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების შენობაში, სამანგანის პროვინციაში მდებარე ქალაქ აიბაკში. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აფეთქდა დანაღმული ავტომობილი, რის შემდეგაც თავდამსხმელები შენობაში შევიდნენ. აფეთქების შემდეგ, სროლის ხმა ისმოდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება “ტალიბანმა” აიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად