ავღანეთში მომხდარ წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა მოულოდნელად მოვარდნილი წყალდიდობის შედეგად დასავლეთ ავღანეთის ჰერათის პროვინციაში.

რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლის, ჯაილანი ფარჰადის ცნობით, მოვარდნილმა წყალმა ადრასკანის ოლქში სამი ბავშვი იმსხვერპლა. ორის სხეული ამ დრომდე ვერ იპოვეს.

დასავლეთ ავღანეთში წყალდიდობა გამოიწვია ორი დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა. სეზონური წყალდიდობები ქვეყანაში სახლების ნგრევას, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურისა და ფერმერული მეურნეობების განადგურებას იწვევს.

აგვისტოში მომხდარმა წყალდიდობამ ავღანეთში 150 ადამიანი იმსხვერპლა და 13 პროვინციას მიაყენა დიდი ზარალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...