ავღანეთში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 12 დაშავდა ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, პროვინცია ტახარში, მოტოციკლეტის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Tolo news იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოტოციკლეტზე მიმაგრებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე გაზის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად აგრეთვე დაზიანდა მრავალი მაღაზიის შენობა.

სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად