მინიმუმ ათი ჯარისკაცი და სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ავღანეთის ჩრდილოეთით, სარი პულის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად.
ამის შესახებ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაშავდა კიდევ სამი ადამიანი. ტერორისტების სამიზნე იყო სამხედრო კოლონა.