ავღანეთში, მეჩეთთან მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა

ავღანეთის აღმოსავლეთით, მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა, ასევე დაშავებულია 60 ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი Tolo News-ი ნანგარჰარის პროვინციაში ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, 31 დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. აფეთქებების სერია ლოცვის დროს, ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა.

”პარასკევს, ლოცვის დროს ორი აფეთქება მოხდა, რამაც მეჩეთის სახურავის განადგურება გამოიწვია. დაიღუპა და დაშავდა უამრავი ადამიანი”, – განუცხადა პროვინციაში საბჭოს თავმჯდომარემ აჰმედ ალიმ ჟურნალისტებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად