ავღანეთში, მეჩეთში მომხდარი აფეთქებების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის პროვინცია ნანგარჰარში მეჩეთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად მინიმუმ 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CBC-ი ავრცელებს.

როგორც მედია აღნიშნავს, აფეთქებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ცნობილია, რომ მეჩეთთან რაკეტები ჩამოაგდეს. შემთხვევა პარასკევს, ლოცვის დროს მოხდა.

ინციდენტის შედეგად, შენობის სახურავი ჩამოინგრა.

ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად