ავღანეთში, ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის პრემიერი იღებდა, სროლა მოხდა

ქაბულში, ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობას ავღანეთის პრემიერმინისტრი აბდულა აბდულა იღებდა, უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.

ღონისძიებაზე, გარდა ქვეყნის პრემიერმინისტრისა, აგრეთვე იმყოფებოდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ხამიდ კარზაი და ყოფილი ვიცეპრეზიდენტი მოჰამად კარიმ ხალილი. მათგან არავინ დაშავებულა, პოლიტიკოსებმა ადგილი მშვიდობიანად დატოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად