ავღანეთში დაჯგუფება ”თალიბანის” თავდასხმას საარჩევნო კომისიის 8 თანამშრომელი ემსხვერპლა

ავღანეთში, დაჯგუფება „თალიბანის“ მებრძოლები საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ იმ დღეს, როდესაც ამერიკამ შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ინციდენტი ქვეყნის სამხრეთით, ყანდაღარის პროვინციაში მოხდა, სადაც აშშ-სა და „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდი დაიწყო, რათა შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდეს, რომელიც წლებია გრძელდება.

ადგილზე საარჩევნო კომისიის რვა თანამშრომელი დაიღუპა.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი 2019 წლის სექტემბრისთვის „თალიბანთან“ სამშვიდობო შეთანხმებას დაასრულებს. 28 სექტემბერს ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად