ავღანეთში, ბაზარზე მომხდარ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ჭურვი ბაზრის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რომლის აფეთქების შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის სპეციალური წარმომადგენელი ავრცელებს ინფორმაციას.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტი პროვინცია ფარაბში, 5 ივლისს მოხდა.

ჭურვის აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 36 ადამიანი. პოლიციის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „თალიბანმა“ აიღო. ამ ეტაპზე ორგანიზაციას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუვრცელებია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად