ავღანეთში, აშშ-ის მთავარ საჰაერო ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება მოაწყო

ავღანეთში, აშშ-ის მთავარ საჰაერო ბაზასთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება მოაწყო. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აფეთქების შედეგად აშშ-ის მხრიდან დანაკარგი არ ყოფილა, თუმცა ძლიერად დაზიანდა სამედიცინო ობიექტი, რომელიც იქაური მაცხოვრებლებისთვის შენდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აფეთქების შემდეგ, ბაზის შორიახლოს შეტაკებები მოხდა სამხედროებსა და თავდამსხმელებს შორის. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. არსებული მონაცემებით თავდასხმა კოალიციისა და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებმა მოიგერიეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად