ავღანეთის თავდაცვის ძალებმა, ბოლო 24 საათში, 400-ზე მეტი თალიბანი მოკლეს

ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების (ANSOB) ერთეულებმა თალიბანის 455 ბოევიკი მოკლეს, დაჭრილია 232.

არმია აწარმოებს სასტიკ ბრძოლებს შემდეგ პროვინციებში: ნანგარჰარი, პაქტია, პაქტიკა, ლოგარი, ყანდაჰარი, ჰერატი, ფარიაბი, ჯოუზჯანი, ბალხი, სამანგანი, ჰელმანდი, ტახარი, კუნდუზი, ბაღლან და კაპისა. განსაკუთრებით ინტენსიური დაპირისპირება მიმდინარეობს ქალაქ ჰერათის გარეთ, ავღანეთის სიდიდით მესამე დასახლებაში.

კომენტარები
იტვირთება...