ავღანეთის მოქალაქის განცხადებით, ტაქსის მძღოლმა ორმაგი თანხა მოსთხოვა და სცემა – კორონავირუსი შემოიტანეო

როგორც “აიპრესისთვის” ხდება ცნობილი, ამ წუთებში, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატი, სოფო ალექსიძე იმყოფება ისანი-სამგორის პოლიციაში, რათა დაიცვას ავღანეთის მოქალაქის ინტერესები, რომელსაც 2020 წლის 19 მარტს ტაქსის მძღოლმა ორმაგი თანხის გადახდა მოსთხოვა და შემდეგ სცემა, იმ საბაბით, რომ ის თითქოს კორონავირუსის მატარებელია, რადგან ვიწრო თვალები აქვს და შესაძლოა ჩინელი იყოს.

“ვერ წარმოიდგენთ როგორი გაბრაზებული ვარ!!😤😡 ეს ბიჭი არის საიდი, ჩემი მეგობარი, ლტოლვილი საქართველოში ავღანეთიდან! არც ჩინელი, არც იაპონელი! ხალხო რამ გაგატყიურა და გაგაცხოველა! საერთოდ აზროვნების ან ინტელექტის ნატამალი მაინც თუ დაგრჩათ?! საიდი ცემეს, იმიტომ, რომ ეგონათ ჩინელი ან სხვა ეროვნების პირი, კორონათი დაავადებული!!😠😠და რომც ყოფილიყო, ძალადობას რა გამართბელბა აქვსს??!!! ყველა ეგეთ ადამიანს ვერ გიტანთ!
მეორე პრობლემა კი ისაა, რომ საავადმყოფოში მისულს, ჭრილობები არ დაუმუშავეს და არ შეუკერეს, მიზეზი კი ის იყო, რომ თანხა არ ჰქონდა თან!!! ესე დასისხლიანებული გამოუშვეს უკან!!😡👏👏
P.S ტაქსის მძღოლმა,რომ ორმაგი ტარიფი მოსთხოვა სახლამდე წაყვანაში, იმიტომ რომ ქართველი არაა, ნუ ეს ახალი თემაა არაა, ისე მიგიწერთ ბარემ შეგნების ამბავში!- ამის შესახებ ინფორმაციას ფოტოსთან ერთად სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” მომხმარებელი ანი მეტრეველი აქვეყნებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით “აიპრესი” შსს-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდარ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად